მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს წარმომადგენლებთან
12.06.2015
1 / 4


დღეს, 12 ივნისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: თურქეთის რესპუბლიკის რელიგიურ  საქმეთა სამმართველოს წარმომადგენლები: საგარეო ურთიერთობათა გენერალური დირექტორი, დოქტორი, პროფესორი ჰალიფე ქესქინი, რელიგიათა და კულტურათაშორისი ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, დოქტორი, პროფესორი ჰუსეინ ილმაზი, ევრაზიის ქვეყნების სამმართველოს უფროსი ქემალ ჰაქქი ქილიჩი, საგარეო ურთიერთობათა გენერალური დირექტორატის წარმომადგენელი, ქაჰირ მეჰთიოღლუ, საქართველოში თურქეთის საელჩოს პირველი მდივანი მეჰმედ იალჩინი, საქართველოში თურქეთის ელჩის მრჩეველი რელიგიის საკითხებში ნები გუმუში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის უფროსი გელა კვარაცხელია, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი და ადმინისტრაციის უფროსი მალხაზ აფციაური.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის რელიგიის სფეროში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. სტუმრებმა გამოთქვეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან მჭიდრო ურთიერთობისა და გამოცდილების გაზიარების სურვილი. მხარეები შეთანხმდნენ გრძელვადიან თანამშრომლობაზე, რაც ორივე ქვეყნისთვის თანაბრად სასარგებლო იქნება.  






View Larger Map