მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ვაქცინაციის მეორე ეტაპი დაიწყო
15.07.2021
1 / 5


დღეს, აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლების ვაქცინაცია განხორციელდა. საქართველოს ებრაელთა კავშირის, მუსლიმთა სამმართველოს, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის წარმომადგენლები და რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ.

დღეს, ფაქტობრივად, ვაქცინაციის მეორე ეტაპი დაიწყო - სრული ვაქცინაცია რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა და რელიგიის სააგენტოს თანამშრომელთა ერთმა ნაწილმა უკვე გაიარა (20 მაისი - 16 ივნისი). მაშინ იმუნიზაციის პროცესში საქართველოს ებრაელთა კავშირის, მუსლიმთა სამმართველოს, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, ევანგელურ პროტესტანტული, სახარების რწმენის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო COVID-19-ის საწინააღმდეგო კამპანიაში თავიდანვე აქტიურად ჩაერთო: 2020 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხას დაემატა  „სხვადასხვა რელიგიურ კონფესიათა მსახურები“. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭოსთან თანამშრომლობით, საქართველოს მასშტაბით, უფასო PCR ტესტირება ჩაუტარდა მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, სომეხთა კათოლიკური ეკლესიის, ებრაული თემის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, ბაპტისტური ეკლესიების კავშირისა და კათოლიკური ეკლესიის ასეულობით სასულიერო პირს. ტესტირების პროცესი გრძელდება დღესაც.

რელიგიის სააგენტო კვლავაც უზრუნველყოფს რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთა ორგანიზებულ ჩართვას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში, რაც მაგალითის მიმცემი გახდება მრევლისთვის.






View Larger Map