რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე თანმხლებ დელეგაციასთან ერთად აშშ-ში სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს. 2 მარტს, შეხვედრა გაიმართა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტში, სადაც სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ სამოქალაქო უფლებების განყოფილების სპეციალურ მრჩეველს რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის საკითხებში - ერიკ ტრინს.
მხარეებმა ისაუბრეს რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის პრობლემის შესახებ და საქართველოსა და აშშ-ში მისი დაძლევის მიმართულებით ჩამოყალიბებულ სახელმწიფო გამოცდილებაზე. შეხვედრაზე ერიკ ტრინმა ისაუბრა აშშ-ში რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის დაძლევის ინსტიტუციური პოლიტიკისა და სამართლებრივი ინსტრუმენტების, ასევე, დისკრიმინაციის მსხვერპლთა ადვოკატირების პრაქტიკის შესახებ. სააგენტოს თავმჯდომარემ იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოში მოქმედი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და სააგენტოს საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებები.
შეხვედრის დასასრულს ქართულმა მხარემ გამოთქვა სურვილი, აშშ-ის სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიკური და პრაქტიკული გამოცდილების საფუძვლიანი გაცნობისა და გაზიარების შესახებ. მიღწეული იქნა შეთანხმება, ანტიდისკრიმინაციული გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით ორმხრივი პროექტების განხორციელების შესახებ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 