მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ჭადრაკში რელიგიებს შორის საქართველოს ჩემპიონატი მართლმადიდებელთა გამარჯვებით დასრულდა
05.06.2025
1 / 15


დღეს, საჭადრაკო კლუბ „მერანის" დარბაზში, რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ჭადრაკში საქართველოს მეოთხე გუნდური ჩემპიონატი გაიმართა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გუნდის  გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილი  დაიკავეს საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებმა, მესამე ადგილზე კი ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის გუნდი გავიდა.

ტურნირის დასრულების შემდეგ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის რეგიონული კომისიის თავმჯდომარემ, ალექსანდრე არსენიძემ გამარჯვებული გუნდები თასებით, მონაწილეები კი საპატიო დიპლომებით დააჯილდოვეს.

ჩემპიონატში მონაწილეობდნენ: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიისა და საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს გუნდები.

ტრადიციული ტურნირის ორგანიზატორები არიან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.






View Larger Map