დღეს ქრისტიანული სამყარო მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს, უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს, რომელიც სიცოცხლის სიკვდილზე, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების მაუწყებელია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს საქართველოში სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელ, კათოლიკე, ევანგელურ–ლუთერულ, ევანგელურ-ბაპტისტურ, ევანგელურ-პროტესტანტულ, სახარების რწმენის ეკლესიებსა და სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემს, ყველა იმ ქრისტიანს, ვინც დღეს ზეიმობს ქრისტიანული სამყაროს ამ უმთავრეს დღესასწაულს. გისურვებთ მშვიდობას, სიკეთესა და სიხარულს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ. ქრისტე აღსდგა!
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
