მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
„ზარზმობა“
12.11.2015
1 / 11


11 ნოემბერს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმაში, ისტორიული მოღვაწისა და საეკლესიო აღმშენებლის, სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღე,  „ზარზმობა“ იზეიმეს. სახალხო-რელიგიურ დღესასწაულს ქვეყნის სხვადასხვა მხრიდან ჩასული საერო და სასულიერო პირები დაესწრნენ. სპეციალურად ამ დღისათვის,  ზარზმის  წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვა  ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სერაფიმემ, ახალქალაქისა და კუმურდოს  ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა და ახალციხის, ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ   ერთობლივად აღავლინეს. ღონისძიების მონაწილეთ ზარზმობა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ მიულოცა. მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუმრებს კულტურულ ღონისძიებაზე დასწრების საშუალება ჰქონდათ.

 

.

 






View Larger Map