მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზარზმობის დღესასწაული ადიგენში
12.11.2018
1 / 6


11 ნოემბერს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე -ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები   დღესასწაულ „ზარზმობასთან“ (წმინდა სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღე) დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრნენ. ღონისძიებას სასულიერო იერარქები, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები: საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი -მაია ცქიტიშვილი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი -ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი -გიორგი კოპაძე, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი -თეოდორე, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი -დიმიტრი ესწრებოდნენ.

საზეიმო წირვის დასრულების შემდგომ სტუმრები მიესალმნენ ადგილობრივ მოსახლეობას და ზარზმობის დღესასწაული მიულოცეს, მათი თქმით ზარზმობა სახალხო-რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც  არა მხოლოდ ადიგენის მოსახლეობა, არამედ  ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩასული საერო და სასულიერო პირები ზეიმობენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა რომ  „სახელწმიფოსა და ეკლესიის ურთიერთობას ოდითგანვე უმნიშვნელოვანესი წვლილი შეჰქონდა ჩვენი ქვეყნის მომავლის შექმნაში, მჭიდრო და ჰარმონიული თანამშრომლობა, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ პერსპექტივას ქმნის ქვეყნის განვითარებისათვის.“  






View Larger Map