რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ დღეს „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის“ უფროს მეცნიერს, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების ხელმძღვანელს, ორგანიზაცია „გიყვარდეს შენი მეზობელი თემის“ დამფუძნებელს, ვეიდ კუსაკსა და „საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების მრგვალი მაგიდის“ თანათავმჯდომარეს, გრეგ მიტჩელს უმასპინძლა.
შეხვედრაზე განიხილეს რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, ტოლერანტული გარემოს შექმნისა და გამყარებისთვის საქართველოს სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და რელიგიათა შორის დიალოგის მნიშვნელობა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს და ამერიკის შეერთებული შტატების არასამთავრობო ორგანიზაციას, „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტი“ - ორწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ: 2023 წელს მათ ჩაატარეს ქართულ-ამერიკული საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „რელიგია და კანონის უზენაესობა“, 2024 წელს კი - „რელიგიური განათლების როლი თანამედროვე გლობალური გამოწვევების დასაძლევად“.