დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ახლადარჩეულ შეიხს, ფაიგ ნაბიევს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
ზაზა ვაშაყმაძემ შეიხს მიულოცა და გამოთქვა იმედი, რომ მისი თანამშრომლობა რელიგიის სააგენტოსთან ინტენსიური იქნება. მან მოკლედ მოუთხრო სტუმარს რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ და აღნიშნა მათში მუსლიმი თემის, როგორც შიიტური, ისე სუნიტური მიმართულების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობა. რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მხრიდან მუსლიმი თემისთვის გაწეულ დახმარებაზე და აღნიშნა, რომ ეს ტენდენცია კვლავაც გაგრძელდება.
მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა, ფაიგ ნაბიევმა მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს მასპინძლობისთვის, შეხვედრას ესწრებოდნენ მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები: ოქტაი ისაევი, გურბან მურგუზოვი, რახიდ კერიმოვი და აზიზ ნაბიევი.