მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძე აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
13.06.2024
1 / 7


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო კომიტეტის დელეგაცია მიიღო, რომელსაც აზერბაიჯანის რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე, რამინ მამედოვი ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე განიხილეს ორ სტრუქტურას შორის თანამშრომლობის ასპექტები, საქართველოში მუსლიმი თემისა და აზერბაიჯანში ქართველი მართლმადიდებელი მრევლის რელიგიური უფლებების დაცვის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოში ტრადიციულად არსებულ ტოლერანტულ გარემოს, სტუმრებს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის ძირითადი მიმართეულებები და ყურადღება გაამახვილა იმ დახმარებაზე, რომელსაც სახელმწიფო რელიგიურ ორგანიზაციებს, მათ შორის, მუსლიმ თემს უწევს.

აზერბაიჯანელმა სტუმარმა მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს მასპინძლობისთვის და გამოთქვა რელიგიის სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი. კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი საკუთარი რელიგიური და ეთნიკური იდენტობის შესანარჩუნებლად.

შეხვედრას ესწრებოდნენ: სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით დავითაშვილი, იურისტი ალექსანდრე შეყილაძე, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, უფროსი სპეციალისტი სერგო ფარულავა, ანალიტიკოსი ზვიად ტყაბლაძე, რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელი ქვემო ქართლში აბაი ფაშაევი, პროტოკოლის მენეჯერი ნათია გუდაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი.

გუშინ აზერბაიჯანის დელეგაცია საქართველოს საპატრიარქოსა და თბილისის ჯუმას მეჩეთს ეწვია.






View Larger Map