მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძე აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
17.02.2023
1 / 3


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს უმასპინძლა.

შეხვედრაზე განიხილეს რელიგიის სფეროში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ურთიერთობის საკითხები. აზერბაიჯანის ელჩის განცხადებით, აზერბაიჯანის მხარე აფასებს იმ კეთილმეგობრულ ურთიერთობებს, რელიგიის სააგენტოსთან რომ ჩამოყალიბდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ კახის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი პეტრე ხუმარაშვილი, აზერბაიჯანის საელჩოს პირველი მდივანი, ანარ რასულოვი, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თანამშრომელი, ოქტაი ისაევი, რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი, ზვიად ტყაბლაძე, პროტოკოლის მენეჯერი გვანცა ცხოვრებაძე და სააგენტოს თანამშრომელი ნათია გუდაძე.






View Larger Map