რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, გარეტ უორდს შეხვდა.
საქართველოს რელიგიური პოლიტიკა, სახელმწიფოს მიერ რელიგიური მრავალფეროვნების, რელიგიის თავისუფლების დაცვის, ტოლერანტული გარემოს ხელშესაწყობად განხორციელებული პროექტები, რელიგიის სააგენტოს ფუნქციები, მიზნები და ამოცანები - ასეთი იყო ელჩთან საუბრის ძირითადი თემები.
ზაზა ვაშაყმაძემ, ტრადიციულად, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანის უფლებების, მათ შორის, რელიგიური თვისუფლების უხეში დარღვევის, რუსული მხარის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში საკულტო ნაგებობების ხელყოფისა და მათში ქართული კულტურული იდენტობის წაშლის ფაქტებზე.
შეხვედრის დასასრულს, სტუმარს სააგენტოს გამოცემები - „რელიგიები საქართველოში“, „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“ და „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“ გადაეცა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
