მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძე ეუთო-ს უმაღლეს კომისარს, კაირატ აბდრახმანოვს შეხვდა
13.04.2022
1 / 13


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს, კაირატ აბდრახმანოვს შეხვდა.

სტუმარი დაინტერესდა საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკითა და ადამიანის რელიგიური უფლებების დაცვის მდგომარეობით საქართველოში.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ეუთო-ს უმაღლეს კომისარს გააცნო რელიგიის სფეროში სააგენტოს მიერ განხორციელებული აქტივობები. კერძოდ: ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობა; რელიგიური უფლებების დაცვის თვალსაზრისით ჩატარებული ტრენინგები „ადამიანის უფლებები და რელიგიური შემწყნარებლობა“ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების სასულიერო პირების, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის; ტრენინგები „საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის საკითხებში" მერიის, საკრებულოსა და რაიონული გამგეობების თანამშრომლებისთვის; ტრენინგები „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის“; ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარებული აქტივობები; შშმ პირთა მიმართ განხორციელებული აქტივობები და სხვა.

სააგენტოს თავმჯდომარემ განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისა და შევიწროების, ღვთისმსახურების შეზღუდვის, ასევე, რუსული მხარის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში  საკულტო ნაგებობების ხელყოფისა და მათში ქართული კულტურული იდენტობის წაშლის ფაქტები.

ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესმა კომისარმა მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს ინფორმაციისთვის და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მისთვის ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღო, „რელიგიის სააგენტო გამორჩეულია და მისგან მაგალითი სხვებმაც უნდა აიღონ“ - აღნიშნა მან.

შეხვედრას ესწრებოდნენ: სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, უფროსი სპეციალისტი, ნინო ასათიანი, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ავთანდილ კვერნაძე, პროტოკოლის მენეჯერი, გვანცა ცხოვრებაძე და მენეჯერი, ნათია გუდაძე.






View Larger Map