მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძე გერმანიის საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელობას შეხვდა
12.09.2022
1 / 7


დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წევრებსა და გერმანიის საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს“ ახალ ხელმძღვანელობას შეხვდა. სააგენტოს ესტუმრნენ: „ფრიდენს ბოტეს“ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ვილერი, ფინანსური დირექტორი, ალექსანდრ იანცენი და ორგანიზაციის გამგეობის წევრი, პიერ ვაუბაილონი, საქართველოს ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის თავმჯდომარე, ეპისკოპოსი გია კანდელაკი, მისია „ფრიდენს ბოტეს“ ხელმძღვანელი საქართველოში, ხუცესი ლევან ახალმოსულიშვილი და საქართველოს ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის და გააცნო სააგენტოს საქმიანობა. თავმჯდომარემ განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოს ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის ნაყოფიერი და აქტიური თანამშრომლობა რელიგიის სააგენტოსთან და მადლობა გადაუხადა მისია „ფრიდენს ბოტეს“ საქველმოქმედო აქციებისა და თანამშრომლობისათვის.

„ფრიდენს ბოტეს“ მისიის ხელმძღვანელის თქმით, იგეგმება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების 20%-ით გაზრდა, მათ შორის, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილთათვის. მისი თქმით, საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელთან თანამშრომლობაც მისიამ პანდემიის შემდგომ განაახლა, ამ ვიზიტმა კი უფრო ნათლად წარმოაჩინა მოსახლეობის საჭიროებები. მისიის ახალმა ხელმძღვანელობამ, ასევე, მადლიერება გამოხატა საქართველოს სახელმწიფოსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიმართ ბაპტისტთა უფლებების დაცვის გამო და  გამოითქვა  სამომავლო თანამშრომლობისთავის მზადყოფნა.