მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძე ინდოეთის ელჩს შეხვდა
24.09.2026
1 / 4


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე დღეს  საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ამით კუმარ მიშრას შეხვდა.

 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის ძირითადი თემები საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, რელიგიური მრავალფეროვნების, რელიგიის თავისუფლების დაცვის, ტოლერანტული გარემოს ხელშესაწყობად განხორციელებული პროექტები, ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობა, სააგენტოს ფუნქციები, მიზნები და ამოცანები იყო.

თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში არსებულ ვითარებაზე, კერძოდ, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. ზაზა ვაშაყმაძის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ირღვევა ადამიანთა რელიგიური უფლებები, მათ არ აქვთ რელიგიური მსახურების მიღების, გადაადგილების, განათლების უფლება.

 ელჩმა ამით კუმარ მიშრამ მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს გულთბილი მიღების გამო და აღნიშნა, რომ საელჩო აქტიურად ითანამშრომლებს რელიგიის სააგენტოსთან.

შეხვედრის დასასრულს, სტუმარს გადაეცა სააგენტოს გამოცემები - „რელიგიები საქართველოში“, „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“ და „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“ გადასცა.






View Larger Map