მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძე ირანის ალ მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
24.12.2020
1 / 1


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ირანის ალ მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.

უნივერსიტეტის რექტორს, დავით ზარეს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა და რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს დასამშვიდობებლად  ეწვია. ზაზა ვაშაყმაძემ კმაყოფილებით აღნიშნა დავით ზარეს თანამშრომლობა სააგენტოსთან და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.

ალ მუსტაფას უნივერსიტეტის ამჟამინდელმა რექტორმა, ჰასან იუსიფზადემ მადლობა გადაუხადა სააგენტოს ხელმძღვანელს მიღებისთვის და გამოთქვა რელიგიის სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი. სტუმრებმა პანდემიის დასრულების შემდგომ სააგენტოს თავმჯდომარის ირანში ვიზიტის დაგეგმვა შესთავაზეს. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

ალ მუსტაფას უნივერსიტეტი თეოლოგიური სასწავლებელია და მას ფილიალები სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც აქვს. 






View Larger Map