მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძე ირანის ელჩს შეხვდა
07.10.2022
1 / 7


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ირანის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, მაჰმუდ ადიბის შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ელჩს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა და განხორციელებული პროექტები. კერძოდ, ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების, ადამიანის უფლებათა სამთავრობო-სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგების, ინტერ-რელიგიური სათათბიროს, საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის, რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და სხვა მიმდინარე საკითხებზე.

საქართველოში ირანის ელჩმა  მადლობა გადაუხადა სააგენტოს მიღებისათვის და გამოთქვა მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას.

დასასრულს, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა წარმატებული იქნება და კიდევ უფრო გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის  მეგობრობას.

შეხვედრას ესწრებოდნენ საელჩოს მესამე მდივანი, სეიედ მოჯთაბა მუსავი და მრჩეველი კულტურის საკითხებში, აჰმად ალი მეჰრი არდესტანი, რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, ანალიტიკოსი ზვიად ტყაბლაძე და პროტოკოლის მენეჯერი, ნათია გუდაძე.

 






View Larger Map