მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძე კონფერენციის - „რელიგია და კანონის უზენაესობა“ მონაწილეებს შეხვდა
26.06.2023
1 / 7


დღეს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, იხსნება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის, „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტი“, ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „რელიგია და კანონის უზენაესობა“. ამასთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტისა“ და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს შეხვდა.

სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, იმ დროს, როცა თანამედროვე მსოფლიო მუდმივად ახალი გამოწვევების წინაშე დგას, მნიშვნელოვანია რელიგიის თავისუფლების დაცვა როგორც პიროვნულ, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე.

მოწვეულმა სტუმრებმა, „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის“ წარმომადგენლებმა და ჩინეთის, დიდი ბრიტანეთის, ჩეხეთის, გერმანიის, ყაზახეთის, მოლდოვას, პოლონეთის, უნგრეთის, სინგაპურის წარმომადგენელმა რელიგიის ექსპერტებმა მადლობა გადაუხადეს სააგენტოს თავმჯდომარეს გულთბილი მიღებისთვის და იმედი გამოთქვეს, რომ სამდღიანი კონფერენციის მუშაობა ნაყოფიერი იქნება.






View Larger Map