მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძე NDI-ის წარმომადგენელს შეხვდა
04.10.2024
1 / 1


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის გენდერულ და ინკლუზიის საკითხთა ანალიტიკოსს, ელიონორ ბენუას შეხვდა.

სტუმარი დაინტერესდა რელიგიის სააგენტოს ფუნქციებით და როლით რელიგიათაშორისი ურთიერთობებისა და დიალოგის ფორმატში და ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმებით, მათ შორის, დაფინანსების, საკულტო ნაგებობების გადაცემის თვალსაზრისით. ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო რელიგიის სააგენტოს საქმიანობა და მისი მთავარი პრიორიტეტები. კერძოდ, ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს რელიგიურ პოლიტიკასა და რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რელიგიის სააგენტო  ნაყოფიერად თანამშრომლობს მსოფლიოს 40 ქვეყნის კოლეგა ორგანიზაციასთან, ხოლო დღიდან დაარსებისა, არის რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ალიანსის (IRFA) წევრი.

ელიონორ ბენუა დაინტერესდა რელიგიების პოზიციით საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ინიციატივების მიმართ და აგრეთვე, წინასააარჩევნო პერიოდში, რელიგიურ კონტექსტში, სიძულვილის ენის შესაძლო გამოყენების ალბათობით. სააგენტოს თავმჯდომარემ მას მკაფიოდ განუმარტა, რომ საქართველო სეკულარული სახელმწიფოა, რომელშიც მკვეთრადაა გამიჯნული საზღვარი სახელმწიფოსა და რელიგიას შორის. შესაბამისად, ამგვარი ინციდენტები მოსალოდნელი არაა.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებული აღმოჩნდა ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი კეთილმეზობლური თანაცხოვრების ფაქტი. ასევე, ქართული ისლამის ფენომენი, რომელიც სუნიტებისა და შიიტების მშვიდობიან თანაარსებობას გულისხმობს.

დასასრულს, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს რელიგიის სააგენტოს გამოცემები - „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“, „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“, „ოკუპირებული მემკვიდრეობა“ და ინტერრელიგიური კონფერენციის მასალები გადასცა.

შეხვედრაზე სტუმარმა გამოთქვა რელიგიის სააგენტოსთან სამომავლო ურთიერთობების სურვილი.






View Larger Map