მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის ახლადარჩეულ თავმჯდომარეს შეხვდა
31.10.2023
1 / 4


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის ახლადარჩეულ თავმჯდომარეს, ეპისკოპოს ანერი გიუნაშვილს შეხვდა.

ზაზა ვაშაყმაძემ  სტუმარს ეპისკოპოსად არჩევა მიულოცა და გამოთქვა იმედი, რომ იგი ისევე გააგრძელებს რელიგიის სააგენტოსთან ინტენსიურ თანამშრომლობას, როგორც მისი წინამორბედი. ეპისკოპოსმა ანრი გიუნაშვილმა მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის და სააგენტოსთან ინტერრელიგიური სათათბიროს ფორმატში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა აღუთქვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, გია კანდელაკი, მისია „ფრიდენს ბოტეს“ ხელმძღვანელი საქართველოში, ხუცესი ლევან ახალმოსულიშვილი, საქართველოს ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი, რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსის, ნინო ჭავჭავაძე, უფროსი სპეციალისტი, სერგო ფარულავა, სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით დავითაშვილი და იურისტი სანდრო შეყილაძე..

საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის ახალი ეპისკოპოსი  საერთაშორისო კონფერენციაზე აირჩიეს, რომელშიც სომხეთის, ესტონეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, ლიეტუვის, ისრაელის, გერმანიის ბაპტისტური ეკლესიების წარმომადგენლები და  საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენსბოტეს“ ხელმძღვანელობა მონაწილეობდა.






View Larger Map