მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძე საუდის არაბეთის ელჩს შეხვდა
17.03.2023
1 / 5


 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე საქართველოში საუდის არაბეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, სალმან აბდულრაჰმან ალ ალშეიხს შეხვდა.

საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა და განხორციელებული პროექტები, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება, ადამიანის უფლებათა სამთავრობო-სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგები, ინტერ-რელიგიური სათათბიროს საქმიანობა, რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებული მდგომარეობა - ასეთი იყო ძირითადად, თემები, რომელთა შესახებაც ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა.

დასასრულს, ზაზა ვაშაყმაძემ საუდის არაბეთის ელჩს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ რელიგიის სააგენტოსთან საელჩოს თანამშრომლობა წარმატებული იქნება.

სალმან აბდულრაჰმან ალ ალშეიხმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს მიღებისათვის და სააგენტოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.






View Larger Map