მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს რწმენისა და რელიგიის საკითხებში
28.03.2024
1 / 6


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს დელეგაციას უმასპინძლა.

რელიგიის სააგენტოს ეწვივნენ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი საქართველოში, ქალბატონი მელინე არაკელიანი, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო ელჩი რწმენისა და რელიგიის საკითხებში, ქალბატონი ბეა ტენ ტუშერი, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის თანამშრომელი, ბატონი ალექსანდერ აკერბომი და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოლიტიკური მრჩეველი ქალბატონი ლელა ლომია.

სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკით, მათ შორის, რელიგიის სააგენტოს პრიორიტეტებით, სახელმწიფოს მიერ საბჭოთა პერიოდში სხვადასხვა რელიგიებისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზარალის ანაზღაურების მექანიზმით, სახელმწიფოს ურთიერთობით მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

ზაზა ვაშაყმაძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის და ესაუბრა რელიგიის სააგენტოს ახალ პროექტებზე. თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, მათ შორის, რელიგიური უფლებების დარღვევების ფაქტებს.

სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს სააგენტოს თავმჯდომარეს მიწოდებული ინფორმაციისთვის.






View Larger Map