მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძე სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
18.03.2025
1 / 5


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე დღეს სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს  საქართველოში,  მატუშ ბუშოვსკის შეხვდა.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს მოუთხრო საქართველოში არსებული  ტოლერანტული რელიგიური გარემოს შესახებ და აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავრობა ყველაფერს აკეთებს ტოლერანტობის ტრადიციის შესანარჩუნებლად და გასაღრმავებლად. ამის საილუსტრაციოდ მან დაასახელა ის ფინანსური მხარდაჭერა, რასაც სახელმწიფო უწევს რელიგიურ კონფესიებს და რელიგიური ნაგებობების დაბრუნების პრაქტიკა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველი მართლმადიდებელი მრევლის რელიგიური უფლებების დარღვევის პრაქტიკაზე. ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნა, რომ ამგვარ ვითარებაში ცივილიზებული მსოფლიო მხოლოდ განცხადებებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.

ელჩმა მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს ამომწურავი ინფორმაციისთვის  და განაცხადა, რომ სლოვაკეთის კულტურის სამინისტროში არსებობს რელიგიის სააგენტოს ანალოგიური ორგანიზაცია, რომელთან კონტაქტების დასამყარებლადაც ელჩმა სააგენტოს თავმჯდომარე სლოვაკეთში დაპატიჟა. მატუშ ბუშოვსკიმ აგრეთვე, აღნიშნა, რომ სლოვაკეთში ფუნქციონირებს რელიგიის კანონი, რომელსაც საელჩო რელიგიის სააგენტოს მიაწვდის.

შეხვედრის დასასრულს, სტუმარს საჩუქრად რელიგიის სააგენტოს გამოცემები გადაეცა.






View Larger Map