მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძე სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსს შეხვდა
01.11.2023
1 / 4


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე სომეხთა სამოციქულო  ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ახლად არჩეულ ეპისკოპოსს, კირაკოს დავთიანს შეხვდა.

სააგენტოს თავმჯდომარემ მას ეპისკოპოსად არჩევა მიულოცა და განაცხადა, რომ ეპარქია ნაყოფიერად თანამშრომლობს რელიგიის სააგენტოსთან, მათ შორის, ინტერრელიგიური სათათბიროს ფორმატში. ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს და განაცხადა, რომ 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესია უმასპინძლებს - რელიგიის სააგენტოს ინიციატივით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს ინტერრელიგიური სათათბიროს წევრები მონაცვლეობით აღნიშნავენ და ამჯერად, ჯერი სომეხთა ეკლესიის საქართველოს ეპარქიაზეა.

შეხვედრას ესწრებოდა რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე.

 






View Larger Map