მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძე სომხეთის ელჩს შეხვდა
12.03.2024
1 / 2


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე დღეს სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს მიმდინარე წელს, საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების კონტექსტში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და სომხეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებას შორის მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობა. სომხეთის რესპუბლიკის ელჩის განცხადებით, ეს კიდევ უფრო გააღრმავებს და ნაყოფიერს გახდის ორ სტრუქტურას შორის ურთიერთობებს.

ზაზა ვაშაყმაძემ და აშოტ სმბატიანმა, ასევე, იმსჯელეს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეგისტრაციის თაობაზე.






View Larger Map