ვაშინგტონში, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების - „საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების სამდივნოს“ (IRF Secretariat) და „გიყვარდეს შენი მეზობელი თემის“ (LYNC) მიერ დაგეგმილი ფორუმის „Cooperative Engagement & Builders“ გახნაზე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თეთრი სახლის რწმენის ოფისის მრჩეველს, პაულა უაით-კეინს შეხვდა. კონფერენციის მონაწილეებს სააგენტოს თავმჯდომარე „საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების სამდივნოს“ დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, გრეგ მიტჩელმა წარუდგინა.
სააგენტოს თავმჯდომარემ თეთრი სახლის რწმენის ოფისის მრჩეველს მოკლედ გააცნო საქართველოს რელიგიური პოლიტიკის ძირითადი ასპექტები და რელიგიის სააგენტოს ფუნქციები. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს სამხრეთ კავკასიაში და გამოთქვა აშშ-თან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი, მით უფრო იმ ფონზე, როცა საქართველოს დასავლური პოლიტიკა უცვლელია და მისი კურსი ევროკავშირია.
ზაზა ვაშაყმაძემ თეთრი სახლის რწმენის ოფისის მრჩეველი, პაულა უაით-კეინი საქართველოში დაპატიჟა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
