მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძე „ხსნის არმიის“ წარმომადგენლებს შეხვდა
02.11.2023
1 / 4


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა საერთაშორისო ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაცია „ხსნის არმია“-ს წარმომადგენლებს საქართველოში.

„ხსნის არმია“-ს წარმომადგენლობის დირექტორმა, კაპიტანმა რევაზ ბახტაძემ და საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერმა, მაიორმა სოფიო ბახტაძემ რელიგიის სააგენტოს მოუთხრეს ორგანიზაციის ძირითადი მიზნებისა და ამოცანების შესახებ. თავის მხრივ, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის, საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის თაობაზე მოუთხრო და განაცხადა, რომ მოხარული იქნება, „ხსნის არმია“ ინტერრელიგიური სათათბიროს წევრთა შორის იხილოს.

სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს ზაზა ვაშაყმაძეს მიღებისთვის და რელიგიის სააგენტოსთან ინტენსიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

„ხსნის არმია“ საქართველოში 30 წელია, საქმიანობს.

შეხვედრას ესწრებოდა რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე.






View Larger Map