მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძემ და კახაბერ ლაბუჩიძემ ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს
14.06.2022
1 / 9


დღეს, თბილისის მუნიციალიტეტის საკრებულოში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ლაბუჩიძემ საკრებულოს 72 თანამშრომელს სერტიფიკატები გადასცეს.

 რელიგიის სააგენტომ ტრენინგი „სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი“ მაისის შუა რიცხვებში დაიწყო. მონაწილეებს სააგენტოს წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიაწოდეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნა, მისი ფუნქციები და საქმიანობა, საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, საქართველოში გავრცელებული რელიგიები დასეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი.

ტრენინგი საჯარო მოხელეებისთვის ჩატარდა თბილისის საკრებულოსთან გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად და განხორციელდა ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო-სამოქმედო გეგმის ფარგლებში. მისი მიზანია საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის საკითხებში.






View Larger Map