მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძემ სომხურ ეკლესიას შობა და ნათლისღება მიულოცა
06.01.2024
1 / 4


დღეს, 6 იანვარს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს  შობასა და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს. შობა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელმაც სამყარო შეცვალა. უფლის ნათლისღება კი, ახალი აღთქმის თანახმად, იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანეში იესო ქრისტეს მონათვლას უკავშირდება.

სადღესასწაულო მსახურებას, რომელიც თბილისის სუბ გევორქის ტაძარში შედგა, სომეხთა სამოციქულო  ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი უძღვებოდა. ტრადიციისამებრ, შესრულდა  წყალკურთხევა.  

დღესასწაულის მისალოცად სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას ეწვივნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით დავითაშვილი და იურისტი ალექსანდრე შეყილაძე.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სომეხ მოქალაქეებს ქრისტეშობასა და ნათლისღებას, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს მათ.






View Larger Map