მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძე გორის სინაგოგას ეწვია
02.12.2016
1 / 3


დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე გორის  სინაგოგას ეწვია და საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, შაფთაი ცურთან ერთად, ლოცვას დაესწრო.

            ლოცვის დასრულების შემდეგ, ზაზა ვაშაყმაძემ უმსგავსო და დასაგმობი უწოდა სინაგოგის გაძარცვის ფაქტს და განაცხადა, რომ სახელმწიფო მომხდარი ფაქტის გამოსაძიებლად ყველაფერს გააკეთებს. მისივე თქმით, სალოცავის რელიგიური კუთვნილების მიუხედავად - სინაგოგა იქნება ეს, მეჩეთი თუ ეკლესია, მისი ძარცვა და შეურაცხყოფა ვერავინ  უნდა გაბედოს. სააგენტოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ებრაელ თემს გულისხმიერებისათვის და გამოთქვა რწმენა რომ მომხდარი გავლენას არ იქონიებს ებრაელი და ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე.

            საპასუხოდ, ისრაელის ელჩმა მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს და აღნიშნა სახელმწიფოს ზრუნვა ებრაული თემისადმი ბოლო ორი წლის განმავლობაში, ფინანსური დახმარება და  საქართველოს ებრაელთა კავშირისათვის სინაგოგების გადაცემა. ელჩის თქმით, მომხდარი ფაქტი გამონაკლისია ქართველთა და ებრაელთა ღრმა ურთიერთობების ფონზე და მას სამართალდამცავები გამოიძიებენ.






View Larger Map