რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე იეჰოვას მოწმეთა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოში იეჰოვას მოწმეთა ქრიტიანული კრების ადმინისტრაციის თავმჯდომარე ჯონი შალამბერიძე, თავმჯდომარის მოადგილე ლევან კოპალიანი და „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიისა და ტრაქტატების საქართველოს ფილიალის წარმომადგენელი მაიკლ ჯონსი (პენსილვანია, აშშ) და შეხვედრის ორგანიზატორი, ორგანიზაციის ადვოკატი მანუჩარ ციმინტია; სააგენტოს მხრიდან: საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი გელა კვარაცხელია და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მალხაზ აფციაური. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოში რელიგიის სფეროში არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა სააგენტოსა და გაერთიანებას შორის ურთიერთობის გააქტიურების აუცილებლობა. სააგენტოს წარმომადგენლებმა იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანულ კრებას აღუთქვეს დახმარება ყველა იმ საკითხის მოგვარებაში, რომელიც რელიგიური გაერთიანებისთვის პრობლემას წარმოადგენს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 