მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძე კათოლიკეებს ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს
25.03.2015
1 / 1


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე გულითადად ულოცავს ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა ადმინისტრატორს, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოსა და საქართველოში მცხოვრებ კათოლიკე მრევლს ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს. 
საქართველოში საუკუნეებია მოღვაწეობს კათოლიკური ეკლესია, ღრმა და ისტორიულად მნიშვნელოვანი როლი მიუძღვით საქართველოს ისტორიაში კათოლიკე მისიონერებსაც. ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან და სხვა რელიგიურ თემებთან თანაცხოვრების მანძილზე, კათოლიკე თემი ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიციის - მრავალრელიგიური მშვიდობიანი სივრცის შექმნის თანაავტორია.
დიდ სიხარულს, მშვიდობას, სიკეთეს ვუსურვებთ საქართველოში მცხოვრებ ყველა კათოლიკე აღმსარებელს.

 
 





View Larger Map