მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძე სამებაში ღამისთევის მსახურებას დაესწრო
07.01.2017
1 / 4


დღეს მართლმადიდებელ ქრისტიანთა სამყარო ქრისტესშობას ზეიმობს. შობა ქრისტიანთათვის დღესასწაულთა დღესასწაულია, ამ დღეს იესო ქრისტე ქალაქ ბეთლემში, ერთ პატარა გამოქვაბულში იშვა. ქრისტეს დაბადება ახალი ცივილიზაციის, სამყაროს მიმართ ახალი დამოკიდებულების დასაწყისია. მორწმუნეები ყოველწლიურად აღნიშნავენ იესოს შობას და ამით კვლავ და კვლავ იზიარებენ სიკეთისა და ჰუმანიზმის დღესასწაულს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიასა და მრევლს, მშვიდობას, ერთობას, წარმატებებს გისურვებთ ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.






View Larger Map