თქვენო უწმიდესობავ,
გილოცავთ აღსაყდრების 37-ე წლისთავს.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ღვაწლი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ერის ისტორიასა და დღევადელობაში. ჩვენი ძლიერება ჩვენს რწმენაში, ერთობაში, თანადგომასა და სიყვარულშია და ამ ერთობაში განუზომლად დიდია პირადად თქვენი, ქვეყნის სულიერი საჭეთმპყრობლის, ღვაწლი.
ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლესა და კვლავაც ნაყოფიერ მოღვაწეობას გისურვებთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. თქვენი ლოცვა-კურთხევა ნუ მოჰკლებოდეს სრულიად საქართველოსა და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 