მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა რენე ლევონიანს, თეოლოგიის დოქტორს, დსთ-ში სომხური ევანგელისტური ეკლესიის წინამძღვარს-თავმჯდომარეს
17.11.2015
1 / 6


დღეს, 17 ნოემბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა რენე ლევონიანს, თეოლოგიის  დოქტორს,  ევრაზიაში სომხური ევანგელისტური ეკლესიის წინამძღვარს-თავმჯდომარეს, საფრანგეთის მოქალაქეს.

            ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს მოკლედ გააცნო სააგენტოს საქმიანობა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოში, საფრანგეთსა და სომხეთში  სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობის საკითხებზე, იმ პრაქტიკაზე, რომელიც აღნიშნულ ქვეყნებს ამ მიმართულებით გააჩნია.

            რენე ლევონიანმა რელიგიის სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გაუზიარა სააგენტოს თავმჯდომარეს და, საჭიროების შემთხვევაში,   თანამშრომლობისა და დახმარების  სურვილი გამოთქვა.

            ზაზა ვაშაყმაძემ მწუხარება გამოხატა და  მიუსამძიმრა სტუმარს  პარიზში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა  გამო.

            რენე ლევონიანმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს გულთბილი მიღებისა და საინტერესო საუბრისათვის.  






View Larger Map