მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძემ ბათუმის სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიის წარმომადგენლები მიიღო
04.12.2015
1 / 5


დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი, საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის უფროსი გელა კვარაცხელია და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მალხაზ აფციაური ბათუმის სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიის წარმომადგენლებმა მასპინძლებს გააცნეს ბათუმში, ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით არსებული პრობლემები და ითხოვეს მათ მოგვარებაში სააგენტოს დახმარება. სააგენტოს თავმჯდომარემ მათ,  შექმნილ ვითარებაში უშუალოდ გასარკვევად, უახლოეს დღეებში ბათუმში ჩასვლას დაჰპირდა.

 






View Larger Map