მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძემ ერაყელ იეზიდთა დელეგაცია მიიღო
16.06.2015
1 / 7


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ მსოფლიო

იეზიდთა ლიდერი, იეზიდების  მემკვიდრე უფლისწული  მირ ჰაზიმ  თაჰსინ ბეგი, იეზიდთა უმაღლესი სასულიერო კრების წევრები, ერაყის ქურთისტანის პარლამენტისა  და  მთავრობის წარმომადგენლები  მიიღო, რომლებიც იეზიდთა სალოცავისა და კულტურის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით ესტუმრნენ  თბილისს.

სტუმრებმა  მწუხარება გამოთქვეს  თბილისში სტიქიის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო  და  თანაგრძნობა გამოუცხადეს დაღუპულთა ოჯახებს.  

 აღინიშნა, რომ  საქართველოს  ისტორიაში პირველად იეზიდთა სალოცავისა და კულტურის ცენტის გახსნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ  ამ ქვეყანაში ადამიანების ეთნიკური და რელიგიური  თავისუფლება აღიარებული და დაცულია კანონმდებლობით დადგენილი წესით,  რომ სახელმწიფო პატივს სცემს და ზრუნავს იეზიდ თემზე და აქ   მათ  საუკეთესო პირობები გააჩნიათ  ცხოვრებისა და მოღვაწეობისათვის.

 ზაზა ვაშაყმაძემ აცნობა სტუმრებს, რომ სახელმწიფო ნაყოფიერად თანამშრომლობს იეზიდ თემთან და  ერთობლივად ცდილობს გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები  მათი უფლებების დასაცავად.  

მსოფლიო იეზიდთა  ლიდერმა  მისი და უმაღლესი სასულიერო საბჭოს სახელით  მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს  თანადგომისათვის  და გამოთქვა იმედი,  რომ   ასეთი ურთიერთობები ორი ერის  კიდევ  უფრო დაახლოებასა  და თანამშრომლობის  გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

სტუმრებმა ზაზა ვაშაყმაძე ერაყის ქურთისტანში მიიწვიეს.  






View Larger Map