მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძემ ეზიდებს "ტავაფა ეზიდი" ტაძრის დღესასწაული მიულოცა
12.06.2017
1 / 7


11 ივნისს საქართველოს ეზიდებმა „ტავაფა ეზიდ“ - თბილისის ეზიდების ტაძრის დღესასწაული აღნიშნეს. ღონისძიებას საქართველოს სხვადასხვა რელიგიის სასულიერო ლიდერები, დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 ტაძრის დღესასწაული სასულიერო რიტუალით დაიწყო და ტრადიციულად ტაძრის სახურავზე ბაღდადის შეცვლით დასრულდა.

 სიტყვით გამოსვლისას ზაზა ვაშაყმაძემ ეზიდ მრევლს მიულოცა ტაძრის დღესასწაული, მან ისაუბრა ქართველი ხალხისა და ეზიდი თემის მეგობრულ ურთიერთობაზე, სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით მსოფლიოში პირველი იურიდიულად რეგისტრირებული ეზიდური ორგანიზაცია „თბილისის ეზიდთა ეროვნული საბჭო“ საქართველოში იყო რეგისტრირებული.

სააგენტოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ეზიდური ტაძრის მნიშვნელობაზე - დღეს თბილისის ეზიდური ტაძარი არის რეგიონალური მნიშვნელობის მთელს ეზიდურ სამყაროში, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან მომლოცველები ჩამოდიან.






View Larger Map