მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2015 წლის ანგარიში
რელიგიის სააგენტოს 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაცია
15.02.2016
1 / 10


15 თებერვალს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ გასული წელი შეაჯამა და საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, რელიგიური კონფესიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ერთწლიანი მუშაობის ანგარიში გააცნო. რელიგიური უმცირესობებისათვის საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურება, მათთვის ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების დაბრუნების საკითხი, ანტიდისკრიმინაციული გარემო და საგადასახადო რეგულირების გათანაბრებული პირობები - ეს ნაწილია იმ საკითხებისა, რომლებზეც სააგენტო მუშაობდა და რომელთა შესახებაც სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა. რელიგიის თავისუფლების მხრივ საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რელიგიურ გაერთიანებათა საჭიროებებსა და პრობლემებზე გამოთქვეს აზრი რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმაც.






View Larger Map