2015 წლის 23 თებერვალს რელიიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” საზოგადოებას წარუდგინა 2014 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სააგენტოს საქმიანობასა და თანამშრომლობასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს:
თეოდორე ჭუაძე - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი;
ჯუზეპე პაზოტო - ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმნისტრატორი;
რახამინ მურდუხაშვილი - თბილისის დიდი სინაგოგოის რაბინი;
რამინ იგიდოვი - სრულიად საქართველოს მუსლიმთა შეიხი;
ბეგლარ ქამაშიძე - საქართველოს მუფტი;
ნარეკ კუშჩიანი - სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მღვდელმსახური;
დავით ნარმანია - თბილისის მერი;
რიჩარდ ნორლანდი - ამერიკის შეერტებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში;
სოზარ სუბარი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი;
ზექი ლევენთ გუმრუქჩუ - თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში;
იუვალ ფუქსი - ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში;
აბას თალებიფარი - ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში;
შმაგი ჭანკვეტაძე - საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის პასტორი;