მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
გარდაიცვალა საქართველოს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე ედუარდ პალაგაშვილი
27.10.2020
1 / 1


 

 რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარის, ბატონ ედუარდ პალაგაშვილის გარდაცვალების გამო.

ბატონი ედუარდი აქტიურად იყო ჩართული სააგენტოს საქმიანობაში, მონაწილეობდა ყველა მნიშვნელოვან ფორუმში და თავისი გულწრფელი, ემოციური, გონივრული სიტყვით ცდილობდა ტოლერანტული, კეთილგანწყობილი გარემოს დამკვიდრებას.

ედუარდ პალაგაშვილს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართულ-ებრაული ურთიერთობების განმტკიცებაში. მისი ყოველი სიტყვა, ყოველი ახალი წამოწყება სწორედ ამ ძმური, გამორჩეული დამოკიდებულებით იყო აღსავსე. მას კარგად ესმოდა რთული მისია, რასაც ორი, მოძმე ერის სამსახურში ყოფნა ჰქვია და სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული დარჩა.

რელიგიის სააგენტო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, საქართველოს ებრაელთა კავშირს და ქართველ ებრაელთა თემს.

ედუარდ პალაგაშვილს 28 ოქტომბერს, 14 საათზე, თბილისის დიდი სინაგოგიდან გამოასვენებენ.

 






View Larger Map