ინტერრელიგიური სათათბირო
სააგენტოსთან შეიქმნა და ფუნქციონირებს ინტერრელიგიური სათათბირო, რომელშიც მონაწილეობს საქართველოში არსებული თითქმის ყველა რელიგიური გაერთიანება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ისტორიული რელიგიებისა და სხვა მცირერიცხოვანი რელიგიების ჩათვლით, კერძოდ:
- საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
- სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო;
- სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია;
- ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია
- საქართველოს ებრაელთა კავშირი;
- თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესია
- საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირი
- საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია;
- საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია;
- საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია;
- საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო
- კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება;
სათათბირო პერიოდულად იკრიბება და მსჯელობს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე.