მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
კაპელანის ინსტიტუტი რეალურად ამოქმედდება
02.11.2022
1 / 2


ოქტომბრის შუა რიცხვებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ინიციატივით, გაიმართა საქართველოს რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული პოლიციის უფროს კაპელანთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველთან 2020-2022 წლებში, პასტორ პავლო ცარევსკისთან. ასევე, შედგა ონ-ლაინ ჩართვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან და უკრაინიდან, რომლის მიზანს კაპელანური მსახურების მსოფლიო პრაქტიკის გაცნობა და გაზიარება წარმოადგენდა.

დღეს კი, მთავრობის ადმინისტრაციას ეწვია და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს შეხვდა უკრაინის სამართალდამცავების კაპელანური მსახურების „Patrol Chaplain“-ის უფროსი, „გლობალური ქრისტიანული მხარდაჭერის“ პრეზიდენტი, იაროსლავ მალკო. თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდგომ, პასტორმა მალკომ განაცხადა, რომ ამერიკული მხარე მზადაა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ექვს დღიან ტრენინგებზე საკუთარი ხარჯებით მიიღოს რელიგიური ორგანიზაციისა და სახელმწიფო სტრუქტურის - შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს ორ-ორ წარმომადგენელი. გარდა სწავლისა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით, მათ ექნებათ შეხვედრები კაპელანის სამსახურთან დაკავშირებულ სტრუქტურებთან - სასამართლოს, პოლიციის, თავდაცვის, უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებთან. სწავლების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ისინი მიიღებენ კაპელანის თანაშემწის სერტიფიკატს, დამატებითი სწავლების შემდეგ კი - კაპელანის სერტიფიკატს. ამერიკული მხარე, ასევე, მზადაა გააფორმოს  მემორანდუმები შესაბამის სამსახურებთან.