მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
მართლმადიდებლები უფლის წინადაცვეთას აღნიშნავენ
14.01.2020
1 / 1


14 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს წინადაცვეთის დღესასწაულობს და წმიდა ბასილი დიდის ხსენებას აღნიშნავს. სახარების მიხედვით, უფლის წინადაცვეთა  დაბადებიდან მერვე დღეს მოხდა. ამ წესის აღსრულების დროს დაერქვა ქრისტეს სახელი - იესო, რაც მაცხოვარს ნიშნავს და მიანიშნებს, რომ ქრისტე სამყაროს გამოსახსნელად განკაცდა. ახალ აღთქმაში წინადაცვეთა ნათლობის საიდუმლომ შეცვალა.

დღეს მართლმადიდებლები აღნიშნავენ, ასევე, წმ. ბასილი დიდის ხსენების დღეს. თეოლოგი, მქადაგებელი, მწერალი. ქრიატიანული ეკლესიის დიდი მამა ბასილი კესარიელი  ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოღვაწედ ითვლება ძველ ქართულ მწერლობაში.  არსებობს მოსაზრება, რომ იგი  კაპადოკელი ქართველი იყო.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულებს გილოცავთ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას და მშვიდობას, ერთობას, ჩვენი სამშობლის კეთილდღეობას გისურვებთ.






View Larger Map