მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
რელიგიის სააგენტო კათოლიკურ ეკლესიას თანაგრძნობას უცხადებს
22.04.2025
1 / 1


 

88 წლის ასაკში, რომის პირველი ლათინოამერიკელი პაპი ფრანცისკე (კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიო) გარდაიცვალა. იგი 2013 წლიდან მეთაურობდა რომის ეკლესიას და მოღვაწეობდა  მისი რეფორმირებისთვის, მათ შორის, ვატიკანის მშვიდობისმყოფელი როლის გაზრდისთვის გლობალურ კონლიქტებში. პონტიფიკოსი 2016 წელს საქართველოში იმყოფებოდა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

პაპი, როგორც მისი წინამორბედი წმიდა საყდრის სახელმწიფოს მეთაურები, განუხრელად უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

პაპ ფრანცისკეს ნებართვით,  2022 წელს, სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა ვატიკანში, სიქსტის კაპელაში, ქართული საგალობლები შეასრულა.

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე ბოლოჯერ გამოჩნდა და მრევლს აღდგომა მიულოცა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მწუხარებას გამოთქვამს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს კათოლიკურ ეკლესიასა და მის მრევლს. 






View Larger Map