მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
რელიგიის სააგენტომ რელიგიური გაერთიანებებისათვის 2020 წლის ბიუჯეტი გაანაწილა
30.09.2020
1 / 1


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2020 წლის 20 იანვრის N1/216 რეკომენდაციით, რელიგიურ გაერთიანებებს, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული 4 500 000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) ლარიდან უკვე გაუნაწილა 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი - შემდეგი ოდენობებით:

 

  1. საქართველოს ისლამურ თემს - 2 200 000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარი;
  2. საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემს - 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი;
  3. საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანულ თემს - 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;
  4. საქართველოს იუდეურ თემს - 300 000 (სამასი ათასი) ლარი.

 

რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციის, ფაქტობრივი გარემოებებისა და ობიექტური მაჩვენებლების (მრევლის რაოდენობა, სასულიერო პირების რაოდენობა და საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობა) გათვალისწინებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, 2020 წლის 28 სექტემბრის N1/874 რეკომენდაციით, იღებს გადაწყვეტილებას, 2020 წლისთვის დარჩენილი 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი გადანაწილდეს არადისკრიმინაციული და სამართლიანი პროპორციულობით, შემდეგი ოდენობით:

           

  1. საქართველოს ისლამური თემი - 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
  2. საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემი - 200 000 (ორასი ათასი) ლარი;
  3. საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემი - 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
  4. საქართველოს იუდეური თემი - 100 000 (ასი ათასი) ლარი.

 

სულ, 2020 წლის განმავლობაში, რელიგიურ ორგანიზაციებზე ბიუჯეტით განსაზღვრული თანხები ასე გადანაწილდა:

 

 

  1. საქართველოს ისლამურ თემს - 2 750 000 (ორი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
  2. საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემს - 800 000 (რვაასი ათასი) ლარი;
  3. საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანულ თემს - 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
  4. საქართველოს იუდეურ თემს - 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი.

 

 

 

 

 

 

 






View Larger Map