მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 30 მაისს, 13:30 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2016 წლის მორიგი - მესამე სხდომა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა, იუდეველური და ევანგელურ-პროტესტანტული თემის საკითხები განიხილებოდა. კომისიის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მუსლიმთა თემის თოთხმეტი, იუდეველური თემის ერთი და ევანგელურ-პროტესტანტული თემის ერთი განცხადება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თოთხმეტი განცხადება დაკმაყოფილდა, ორს უარი ეთქვა, ორი საკითხი გადაიდო ხარვეზის დადგენის გამო.
დღეს სრულიად საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენას დღესასწაულობს. არაერთი თაობისთვის ამ თარიღს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. უკვე მეოთხედი საუკუნეა, 26 მაისი ჩვენი სახელმწიფოსათვის რეალური შინაარსით შეივსო. და თუმცა, დღევანდელ ზეიმს XXI საუკუნის „ბერლინის კედლის“ მიღმა დარჩენილ საქართველოზე წუხილი ახლავს, ის მაინც იმედით გვავსებს და გვაძლევს რწმენას, რომ ჩვენი ქვეყანა მომავალ თაობებს შეუნარჩუნებს უმთავრეს მონაპოვარს, საქართველოს დამოუკიდებლობას, რის გარეშეც ამაო და უპერსპექტივოა ქვეყნის სასიკეთოდ მიმართული ყველა მცდელობა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქენო!
კათოლიკური ეკლესია დღეს ევქარისტიას (Corpus Christi) ზეიმობს, ესაა მაცხოვრის ხორცისა და სისხლის თაყვანისცემა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ევქარისტიის წმინდა დღესასწაულს ულოცავს ყველა კათოლიკეს და წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
დღეს ებრაელები ლაგ ბა-ომერის - პასექიდან ომერის ათვლის 33-ე დღეს აღნიშნავენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ყველა ებრაელს, საქართველოს ებრაულ თემს ამ დღესასწაულს, სიხარულს და წარმატებებს უსურვებს მათ.
დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს წმინდა გაიანესა და „ამხანაგთა მისთა“, რომელნიც ქრისტიანობისთვის ეწამნენ. წმინდა გაიანე, წმინდა რიფსიმესთან ერთად, სომხეთის პირველ მოწამეებად ითვლებიან.
დღეს, 19 მაისს, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, რომელიც სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ წარადგინა.
დღეს, 17 მაისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პასკალ მონიეს შეხვედრა.
ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს მიულოცა ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა, წარმატებული საქმიანობა უსურვა და მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული მისწრაფებების, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესების მხარდაჭერისათვის.
დღეს საქართველოს კათოლიკე, სომეხთა მართლმადიდებელი და ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია სულთმოფენობას ზეიმობენ. სახარების მიხედვით, ქრისტეს ამაღლებიდან მეათე დღეს გადმოვიდა ქრისტეს მოწაფეებზე სულიწმინდა, რითაც მოციქულებზე ენათა ცოდნის მადლი გადავიდა, რათა მათ ქრისტეს ცხოვრებასა და სასწაულებზე ექადაგათ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს, წარმატებებსა და კეთილდღეობას გისურვებთ.
დღეს, 13 მაისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით გაიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის სასულიერო პირთა დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობს აიათოლა შაჰრისტანი. დელეგაცია საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მოწვევით იმყოფება საქართველოში.