მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


26.02.2016
შეხვედრა მსოფლიო კოლეჯთა გაერთიანების სტუდენტებთან

UWC  მსოფლიო კოლეჯთა გაერთიანების დილიჟანის კოლეჯის სტუდენტთა ჯგუფი 25-27 თებერვალს საქართველოს ეწვია. მათ მოინახულეს თბილისის ისტორიულ-კულტურული ცენტრი: ძველი თბილისი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ეთნოგრაფიული მუზეუმი, ეწვივნენ მცხეთას, ჯვარს.  კულტურულ, საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრს „ჰაიარტუნში“ ახალგაზრდებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა, რომელმაც წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება“. 

ვრცლად
25.02.2016
რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის მეცხრე სხდომა

     დღეს,  25 თებერვალს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული  რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეცხრე სხდომა, რომელსაც მართლმადიდებელი, მუსლიმი, ეზიდური და ორმოცდაათიანელთა თემის წარმომადგენლები დაესწრნენ.  

ვრცლად
23.02.2016
შეხვედრა რუმინეთის ელჩთან

 წმიდა ანთიმოზ ივერიელის მოწამებრივი აღსრულების 300 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები განიხილეს   რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და  საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩის  დუმიტრუ  ბადეას შეხვედრაზე,    რომელიც 23 თებერვალს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ვრცლად
19.02.2016
შეხვედრა ჰოლანდიის ელჩთან

19 თებერვალს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა  და  ნიდერლანდების სამეფოს  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იოს დაუმას შეხვედრა. 

ვრცლად
18.02.2016
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს შეხვდა. 
მუფთებთან შეხვედრა გუშინ საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა და მას რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძეც დაესწრო. 
შეხვედრაზე პატრიარქმა ბოლო დროს რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის დაძაბვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ რთული სიტუაციაა.
"ორი კვირის წინ ვთქვი, რომ ამ ნეგატიურ მოვლენებეში რელიგიას არ აქვს კავშირი და ეს თვითონ ბოროტი ადამიანების მოქმედებაა. ამან ძალიან დიდი გავლენა და მნიშვნელობა იქონია. ჩემთან მოვიდა თურქეთის ელჩი და მე ამის გამო მადლობა გადამიხადა. ასევე მოვიდა აზერბაიჯანის ელჩი და იმანაც მადლობა მითხრა. ასე რომ, ძალიან დროულად იყო ის ჩემს მიერ ნათქვამი, რომ მუსლიმანური რელიგია და ნებისმიერი რელიგია როგორ მისცემს იმის საშუალებას, რომ უდანაშაულო ხალხი დახოცონ?!", - აღნიშნა ილია მეორემ.

ვრცლად
18.02.2016
ეზიდები წმინდა ხიდირაილასისა და ხიდირნაბის დღესასწაულს აღნიშნავენ

18-19 თებერვალს ეზიდები წმინდა ხიდირაილასისა და ხიდირნაბის დღესასწაულს აღნიშნავენ. ეზიდთა წარმოდგენაში, ხიდირნაბი ნატვრის ამსრულებელი და შეყვარებულთა შემწეა, ხიდირაილასიკი ზღვაში მოგზაურთა მფარველი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ყველა ეზიდს, განსაკუთრებით კი- საქართველოში მცხოვრება ეზიდებს დღესასწაულს, წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

 

ვრცლად
17.02.2016
ლატვიის ელჩის ელიტა ჰაველის სიტყვა რელიგიის სააგენტოს 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე.
პირველ რიგში მინდა მადლობა მოგიხადოთ ამ ორი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოსთვის. თუკი პირველ წელს სააგენტოსთვის რთული იყო საქართველოს საზოგადოებაში დამკვიდრება, მეორე წლის ბოლოსთვის ნათელი გახდა, რომ სააგენტომ შეძლო მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება როგორც საქართველოს საზოგადოებაში, ასევე მთავრობისა და რელიგიური გაერთიანებების ცხოვრებაში. ასევე მადლობა მინდა გადაგიხადოთ, იმ დიდი პატივისთვის, როდესაც დამასახელეთ ტოლერანტობის ელჩად საქართველოში.

სააგენტოს ძალისხმევის შედეგად, მათ მოახერხეს ჩამოეყალიბებინათ ახლო და მეგობრული ურთიერთობა ყველა რელიგიურ გაერთიანებასთან და ორგანიზაციასთან. უფრო მეტიც, არცერთ ღონისძიებას, რომელიც ჩაატარეს რელიგიურმა ორგანიზაციებმა, არ ჩაუვლია სააგენტოს თავჯდომარის ზაზა ვაშაყმაძის აქტიური მონაწილეობის გარეშე.

ამავე დროს, სააგენტომ მომავალშიც უნდა განაგრძოს თავისი ეროვნული ფუნქციების განხორციელება და უზრუნველყოს ყველა რელიგიური თემის მოქმედების თავისუფლება და შეინარჩუნოს მათი აქტიური მონაწილეობა საქართველოს ცხოვრებაში.

იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა გამოცდილება გააჩნია მსგავს სამსახურს ლატვიაში, ჩემი მიზანი იყო საშუალება მიმეცა რელიგიის სააგენტოსთვის გაეზიარებინა ეს გამოცდილება და როგორც გახსოვთ, სააგენტოს ერთერთი პირველი სამუშაო ვიზიტი იყო სწორედ ლატვიის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში.

მადლობა კიდევ ერთხელ და გისურვებთ წარმატებებს.

ვრცლად
17.02.2016
თურქეთის ელჩის ზექი ლევენთ გუმრუქჩუს სიტყვა რელიგიის სააგენტოს 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე.
დიდი მადლობა, რომ მოგვიწვიეთ ამ მნიშვნელოვან შეხვედრაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებული ამდენი სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან ერთად დასწრება, რომელიც მჯერა თავისთავად არის მაჩვენებელი საქართველოს მულტირელიგიური ბუნებისა და  საუკუნეების განმავლობაში ინტერრელიგიური ტოლერანტობისა ქვეყანაში. ასევე გავიმეორებ ჩემი პატივცემული კოლეგების სიტყვებს, რომ დეტალური ანგარიშიდან ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო სააგენტომ დაიწყო დაპირების შესრულება, რომელიც მოიცავს რელიგიის თავისუფლების გამყარებას ქვეყანაში და ეხმარება ყველა რელიგიურ თემს თავისი რელიგიური უფლებების განხორციელებაში.

ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო სააგენტო გასცდა ჩამოყალიბებისა და კვლევების ეტაპს. მე ვიხილე თქვენი 2016 წლის პროგრამა, რომელიც ძალიან ამბიციურია და გისურვებთ წარმატებას მის განხორციელებაში.

ჩვენც გვაქვს ანალოგიური სააგენტო და გვჯერა, რომ თანამედროვე სამყაროში, ურთიერთობა სხვადასხვა რელიგიურ გაერთიანებებს შორის უფრო ინტენსიური ხდება. საინფორმაციო და ტექნოლოგიური განვითარების შედეგად ყველა ჩვენთაგანი უფრო დაუცველი ხდება სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების სწავლებებისა და მესიჯებისადმი.

დღევანდელ სამყაროში ტოლერანტობა უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ეს არ უნდა დარჩეს მხოლოდ ფურცელზე დაწერილ სიტყვებად და უნდა მოხდეს მათი სათანადო იმპლემენტაცია პრაქტიკაში. ამისთვის ბევრი რამეა გასაკეთებელი. უპირველეს ყოვლისა რელიგიური განათლება. რელიგიური განათლების უფლება ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი რელიგიის ნამდვილი მესიჯების გასავრცელებლად, რომლებიც ვფიქრობ მეტნაკლებად საერთოა.

უაღრესად მნიშვნელოვანია რელიგიურ ჯგუფებს მიეცეთ საკუთარი უფლებებით შეუფერხებლად სარგებლობის საშუალება, რათა თავი არ იგრძნონ გაუცხოებულად. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ზემოთთქმული ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მიხარია, რომ სააგენტო ახლო დიალოგშია რელიგიურ თემებთან და თურქეთი მზადაა ითანამშრომლოს და დახმარება გაუწიოს ამასთან დაკავშირებით.

ვიცი, რომ იყო ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია სააგენტოსა და მის კოლეგა სტრუქტურასთან თურქეთში და ჩვენ მზად ვართ მხარი დაგიჭიროთ ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში.

დიდი მადლობა!
ვრცლად
17.02.2016
შეხვედრა რელიგიის სააგენტოსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის

დღეს, 17 თებერვალს,  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა   და სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის  შეხვედრა. 

ვრცლად








View Larger Map