მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 მადლობას მოგახსენებთ, ასევე მსურს მადლობა გადავუხადო ბატონ ვაშაყმაძეს საქართველოში არსებული სიტუაციისა და სააგენტოს მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ დეტალური და გამჭვირვალე ანგარიშისთვის. მსურს გამოვუცხადო ჩემი მხარდაჭერა სააგენტოს აქტივობებს და ასევე დავაფიქსირო შეერთებული შტატების ერთგულება რელიგიის თავისუფლებისადმი, ვფიქრობ ყველას მოგეხსენებათ, რომ ღვთისმსახურების თავისუფლების პრინციპი დაცულია ჩვენს კონსტიტუციაში და ჩვენ გვჯერა, რომ რელიგიის თავისუფლება წარმოადგენს საზოგადოების სტაბილურობის წყაროს და დემოკრატიული მთავრობების საფუძველს.
როგორც ჩემმა კოლეგებმა აღნიშნეს საქართველო წარმოადგენს რელიგიური მრავალფეროვნების მაგალითს და ეს არის ტრადიცია, რომლის ნაწილიც ყველა ქართველი უნდა იყოს. ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება აძლიერებს საქართველოს. რა თქმა უნდა საქართველომ უნდა შეინარჩუნოს სიფხიზლე თითოეულმა მოქალაქემ თავი იგრძნოს ერთი ოჯახის წევრად.
ვფიქრობ საქართველოსთვის, ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ცნობილია, ისეთი გადაწყვეტილების როგორც საშინაო, ასევე საგარეო რისკები, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს გარკვეული ჯგუფის მარგინალიზება, ან საზოგადოების არასრულფასოვანი წევრობის განცდა.
მე მსურს შევუერთდე ლატვიიდან და თურქეთიდან ჩემი კოლეგების სიტყვებს და დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ააშენოს დემოკრატიული და ინკლუზიური საზოგადოება.
დიდი მადლობა
31 იანვარს თბილისში საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესია გაიხსნა.
ეკლესიის საზეიმო გახსნის ცერემონიას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ეკლესიის პასტორმა ჩარლზ ჰომბლიტზმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სააგენტოს ეკლესიის გახსნისა და ფუნქციონირებისათვის გაწეული ხელშეწყობისა და დახმარებისათვის.
14 იანვარს სადეგ დესორხი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ახალციხეს ეწვია. სტუმარი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მიიღო.
მიტროპოლიტმა და სადეგ დესორხმა რელიგიური ორგანიზაციების თანამშრომლობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის გულისხმობდა სხვა კულტურისა და რწმენის მქონე თემებთან მშვიდობიან და კეთილმეზობლურ ურთიერთობას, ამ პრინციპით ცხოვრობდნენ და დღესაც ცხოვრობენ სამცხე-ჯავახეთში. საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიას მუსლიმანურ თემთან მეგობრობის დიდი ტრადიცია და მდიდარი გამოცდილება აკავშირებს.
12 იანვარს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით თბილისის დიდ სინაგოგაში გაიმართა ებრაული თემის შეხვედრა სულიერი ლიდერის აიათოლა შაჰრისტანის წარმომადგენელთან სადეგ დესორხთან და საქართველოს მუსლიმანური თემის წევრებთან.
პატივცემულ ზაზა ვაშაყმაძეს
მოწყალე და მწყალობელი ალაჰის სახელით მოგესალმებით
რელიგიის სფეროში თქვენ მიერ გაწეულ საქმიანობას დადებითად ვაფასებთ. თქვენ და ქართველ ხალხს წინსვლასა და წარმატებას გისურვებთ.
პატივისცემით: აიათოლა შაჰრისტანი 10 დეკემბერი 2015წ.
სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვას, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ესწრებოდა.
საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის, მიუხედავად იმისა, რომელი რელიგიური თემის წარმომადგენელია, პატრიარქი ის ადამიანია, რომელიც თავისი ღვაწლით, კეთილი ბუნებით, კეთიშობილებით და შემწყნარებლობით მაგალითის ძალის მქონეა და ამიტომაც იგი დიდ პატივისცემას იმსახურებს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე სააგენტოს თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს სიმბოლური საჩუქრები გადასცა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილს წარმატებები და წინსვლა უსურვა.