2015 წლის 26 მარტს გაიმართა სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული „რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის“ მე-3 სხდომა.
კომისიამ განიხილა ებრაული თემის განცხადება ქ.ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩა #33-ში მდებარე სინაგოგის გადაცემის თაობაზე და მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. გარკვეული სამართლებრივი პროცედურის შემდგომ შესაბამისი რეკომენდაცია გაეგზავნება უფლებამოსილ ორგანოს.
17 დეკემბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის მეორე სხდომა. კომისიამ განიხილა ორი რელიგიური ორგანიზაციის - მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმთა თემის წინადადება ქონებრივ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით.
დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ საინფორმაციო საშუალებებს გააცნო 20 ოქტომბერს რელიგიურ გაერთიანებათა ფინანსურ და ქონებრივ საკითხთა შემსწავლელი კომისიის პირველი სამუშაო სხდომის შედეგები.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიური გაერთიანებების ქონებრივ და ფინანსურ საკითხთა შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. მას საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 15 სექტემბრის N6/1 ბრძანებით შეიქმნა რელიგიური გაერთიანებების ქონებრივ და ფინანსურ საკითხთა შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისია